08 ოქტომბერი 2024,   21:15
ვრცლად
ობამა გამოძიებას ითხოვს - ავღანეთს კი "ექიმები საზღვრებს გარეშე" ტოვებენ

"ექიმები საზღვრებს გარეშე" ავღანეთის ქალაქ კუნდუზს ტოვებენ. გადაწყვეტილება ორგანიზაციამ მათ საავადმყოფოზე განხორციელებული ავიაიერიშის შემდეგ მიიღო, რომლის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაღუპულებიდან 12 ორგანიზაციის თანამშრომელი და სამი ბავშვია. არ არის გამორიცხული, რომ იერიში ამერიკულმა ავიაციამ განახორციელა, როდესაც ავღანეთის არმიამ ქალაქის თალიბებისაგან გათავისუფლების მიზნით კონტრშეტევაზე გადავიდა.

პირველი განმარტება ბარაკ ობამამაც გააკეთა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იერიშს ტრაგიკულ შემთხვევა უწოდა და ქაბულს მომხდარის დეტალურ გამოძიებას დაჰპირდა. 

 

 

დღის ამბები