“ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის საკრებულოს სამმა წევრმა პარტია და ფრაქცია დატოვა. “ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს – ალექსანდრე ბერიძემ – რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვაჟა მორგოშიამ – რუსთავის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ და ზურაბ ბერაძემ – რუსთავის საკრებულოს “ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.
ამის შესახებ ინფორმაციას ვაჟა მორგოშია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.