16 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
ევროკავშირში იღებენ დირექტივას, რომელიც განსაზღვრავს, რომ რეესტრში შეიყვანონ აუცილებლად ის ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ სხვა ქვეყნის ინტერესებს და შეიძლება დამაზიანებელი იყოს ევროკავშირისთვის - კახა გოგოლაშვილი

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა და რონდელის ცენტრის მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა ევროკავშირის დირექტივაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ევროკავშირში იღებენ დირექტივას, რომელიც განსაზღვრავს, რომ რეესტრში შეიყვანონ აუცილებლად ის ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ სხვა ქვეყნის ინტერესებს და შეიძლება დამაზიანებელი იყოს ევროკავშირისთვის.

"ევროკავშირში იღებენ დირექტივას, რომლითაც უნდათ მოაწესრიგონ ეს სფერო, დირექტივა, რომელიც განსაზღვრავს, რომ რეესტრში შეიყვანონ აუცილებლად ის ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირის გარედან, რუსეთი-ჩინეთი ძირითადად, შეიძლება იყოს იაპონია არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ იმ ქვეყნის ინტერესებს ატარებს, რომელიც შეიძლება იყოს დამაზიანებელი ევროკავშირისთვის", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

დღის ამბები