08 ოქტომბერი 2024,   21:19
ვრცლად
ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ყირგიზეთი პარლამენტს ირჩევს. ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დილის 8:00 საათზე გაიხსნა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ 60–მდე უბანზე კომუნიკაციის პრობლემები შეიქმნა.

ცენტრალური სარჩენო კომისიის მონაცემებით, არჩევნებზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება.

საკუთარი არჩევანი ელექტორატის 30 პროცენტზე მეტმა უკვე გააკეთა.

120 ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად 14 პოლიტიკური პარტია იბრძვის. ექსპერტების პროგნოზით, მანდატების უმეტესობას პრო-რუსული ძალები - სოციალ–დემოკრატები და პარტია როძინა მიიღებენ. 

 

 

დღის ამბები