08 ოქტომბერი 2024,   21:19
ვრცლად
სტიქია საფრანგეთში - არიან დაღუპულები

12 ადამიანი დაიღუპა სტიქიის შედეგად ფრანგულ რივიერაზე. გადაუღებელი წვიმის შემდეგ საფრანგეთის სამხრეთში მდინარე ბრაგი კალაპოტიდან გადმოვიდა და ლაჟვარდოვანი სანაპიროს რამდენიმე რაიონი დააზარალა.

წყალდიდობას მსხვერპლი კანში, ვალორისსა და ბიოტის დასახლებაში მოჰყვა, სადაც შენობების პირველი სართულები მთლიანად დაიტბორა.

5 ადამიანი მიწისქვეშა ავტოსადგომზე საკუთარ მანქანაში დაიხრჩო.

კანში ადგილობრივმა მთავრობამ სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობაც კი გამოაცხადა. დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. 

 

 

დღის ამბები