08 ოქტომბერი 2024,   21:22
ვრცლად
ამერიკაში კაროლინას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა სამხრეთ კაროლინას შტატში. გადაუღებელი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად დატბორილ რეგიონს ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება.

სინოპტიკოსების თქმით, ქარიშხალი ჰოაკინი ამჟამად ბაჰამის კუნძულებთანაა და სამხრეთ კაროლინას მიმართულებით მოძრაობს. ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 250 კილომეტრს აღწევს.

ჰოაკინის მოახლოვების შემდეგ სამხრეთ კაროლინაში რეკორდული ნალექია მოსალოდნელი, რაც მეტეოროლოგების პროგნოზით, ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს იმ ქალაქებში, რომლებიც ერთკვირიანი გადაუღებელი წვიმის გამო ისედაც დატბორილია. რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაწყებულია.

 

 

დღის ამბები