30 აპრილი 2024,   18:54
ვრცლად
ალეკო ელისაშვილის ქცევამ გააჩინა ეჭვები, რომ ის იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი, "ამ ფორმით და ამ სახით" - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გუშინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. საუბარია გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს ალეკო ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძეზე განხორციელებულ თავდასხმაზე.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მომხდარში მთავარი პრობლემა ის არის, რომ როდესაც ცდილობ ახსნა მოუძებნო, ხვდები, რომ დაგეგმილი დაკვეთა იყო.

"პრობლემა აქ შეფასებაში არ არის, გასაგებია, რომ ეს არის თავდასხმა და ძალადობა, მაგრამ აქ უფრო პრობლემური არის ახსნა - რატომ და რატომ ამ ფორმით მოხდა ეს თავდასხმა და შემდეგ ის შეგულიანებები, რომელიც ჩვენ ვნახეთ, მათ შორის მედიის საშუალებითაც, რომლებიც ახდენდნენ ამ ფაქტის წარმოდგენას პოზიტიურ ჭრილში, ამან, ვფიქრობ, გააჩინა ეჭვები და გააღრმავა ის აღქმა, რომ იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი.

ყოფილა სხვადასხვა შემთხვევები ამ პარლამენტში, მაგრამ ასეთი ფორმით, ასეთი სახით, რომელიც უპირველეს ყოვლისა თავად თავდამსხმელთან კითხვებს აჩენს, რთულია, რომ ამას რაიმე შეფასება მოუძებნო.

კიდევ ერთხელ, აქ მთავარი პრობლემა არის, რომ როდესაც ცდილობ ახსნა რა იყო ამ საქციელის განმაპირობებელი, ერთადერთი ახსნა არის ის, რომ იყო გარკვეული დაკვეთა," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები