30 აპრილი 2024,   19:59
ვრცლად
კომენტარის ღირსიც კი არ არის ეს ადამიანი, მიეპარა გვერდიდან, როცა არ უყურებდა ისე და ჩაარტყა, მერე გარბოდა, იმის შნოც არ ჰქონდა, იქ დამდგარიყო კაცურად - ირაკლი ზარქუა ელისაშვილზე

მმართველი გუნდის წევრები გუშინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურებიან, როდესაც "გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის განხილვისას ალესკო ელისაშვილი უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად გაუსწორდა. 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილის საქციელი კომენტარის ღირსიც კი არ არის.

"მიპარვით რომ ჩაარტყა, ეს არაფერში არ წერია, მტერს არ ვექცეოდით ასე, თორემ ეს ლაჩრობაში ითვლება და არაფერში არ წერია, რაც მან გააკეთა. შესაბამისად, კომენტარის ღირსიც კი არ არის ეს ადამიანი. მიეპარა გვერდიდან, როცა არ უყურებდა ისე და ჩაარტყა, მერე გარბოდა, იმის შნოც არ ჰქონდა, რომ იქ დამდგარიყო კაცურად ბოლომდე, რა კაცი, კაცუნა არის.

დღეს ჩვენ ვართ პოლიტიკაში, ხვალ შეიძლება არ ვიყოთ, დროებით ვართ დაქირავებული ხომ ქართველი მოსახლეობის მხრიდან, მაგრამ ამ ქალაქში უნდა ვიცხოვროთ და მას ეს კინტოს იარლიყი ექნება მთელი ცხოვრება," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები