30 აპრილი 2024,   20:46
ვრცლად
არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს - აქციაზე დაკავებულების ადვოკატი

გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულებს ადვოკატები შეხვდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ღამით 14 პირი დააკავა.

მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და დაუმორჩილებლობას ედავებიან. აქციაზე დაშავდა სამართალდამცველი, რომელსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ადვოკატი ჯუბა მგელაძე აცხადებს, რომ ბრალდებას არცერთი დაკავებული არ აღიარებს.

"ყველა მათგანზე არის ერთი და იგივე საკითხი - აბრალებენ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ამას არცერთი მათგანი არ აღიარებს," - აცხადებს ადვოკატი.

დღის ამბები