16 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
"ქართული ოცნება" ალეკო ელისაშვილის მოქნეულ ხელს არაკაცურ და ლაჩრულს უწოდებს, ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი კი მის გამართლებას ცდილობს

მმართველ გუნდში არ უკვირთ, რომ ალეკო ელისაშვილის მხრიდან ძალადობრივ ქმედებას, ოპოზიციის, არასამთავრობოების, უფლებადამცველებისა და მედიის ნაწილის მხრიდან პოზიტიური შეფასებები მოჰყვა. საუბარია "გამჭვირვალობის შესახებ"კანონის განხილვის დროს მომხდარ ინციდენტზე - რა დროსაც "მოქალაქეების" ლიდერი მამუკა მდინარაძეს, მოულოდნელად, თავს დაესხა. პოლიტიკოსს ქმედება ერთ-ერთმა პირველმა ყოფილმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოუწონა. ექს-ომბუდსმენის მსგავსად, ჩხუბისთვის ელისაშვილი პოეტმა რატი ამაღლობელმაც შეაქო. მმართველი გუნდის ლიდერებისთვის მსგავსი რეაქციები კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ დეპუტატის ქმედება წინასწარ მოფიქრებული გეგმის ნაწილი იყო.

ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში მომხდარი ინციდენტის შეფასება დღეს საპარლამენტო ოპოზიციასაც მოუწია. ოპონენტების ნაწილი კოლეგის ღიად გაკრიტიკებას არ მოერიდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც ელისაშვილის მუშტი სამართლიანობის მუშტად შერაცხა და ჩხუბის გამართლებაც სცადა.

ლაჩრული ქმედება, რომელსაც ბოდიშის მოხდა სჭირდება - ასეთი იყო დღეს უმრავლესობის განცხადებების პათოსი საპარლამენტო სესიაზე. მმართველი გუნდი ელისაშვილის ქმედებასა და მის შემდგომ გაკეთებულ განცხადებებს კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს. სხდომაზე, ოპოზიციიდან, ალეკო ელისაშვილის გამართლება დღეს მხოლოდ რომან გოცირიძემ სცადა.

უმრავლესობის ლიდერზე თავდასხმის შემდეგ, დღეს, ალეკო ელისაშვილი პარლამენტში აღარ გამოჩენილა. პოლიტიკოსმა საკანონმდებლო ორგანო, გუშინ, ჩხუბის შემდეგ დატოვა.

დღის ამბები