30 აპრილი 2024,   21:53
ვრცლად
საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზად ბოლო თვეებში აზერბაიჯანის მხრიდან ცალმხრივი ქმედებების განხორციელებას ასახელებს, რომელიც, უწყების მტკიცებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აზიანებს. ქვეყნიდან გაწვეული დიპლომატი, ანა ბოიონი უკვე მიიღო პრეზიდენტმა მაკრონმა.

ბაქო, როგორც ცნობილია, სომხეთის მხარდაჭერისთვის, პარიზს აქტიურად აკრიტიკებს.

გასული წლის ბოლოს საფრანგეთმა და აზერბაიჯანმა საკუთარი ქვეყნებიდან ერთმანეთის დიპლომატებიც გააძევეს.

დღის ამბები