30 აპრილი 2024,   16:24
ვრცლად
მამუკა მდინარაძე: ხალხო, ნუ აყვებით ამ მკვლელებს

ესენი დარბიან დღემდე რუსეთში, ბოლო ვინც გავიდა და მოღალატეებიო, იძახა, ბოლოს მახსოვს კრემლის კადრებიდან, პუტინთან შეხვედრიდან ეს ქალი და მოღალატეებო, რუსებოო აქეთ ჩვენ გვეძახის, პარადოქსი არ არის?! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება უყურებს კადრებს, რომლებიც სხვადასხვა რევოლუციურ სცენარებშიც უნახავს. მდინარაძემ ასევე გაიხსენა, როგორ სრულდებოდა საპროტესტო აქციები "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს.

"ზოგიერთი ჩვენგანი შავ სიაში რომ ვყავართ რუსებს შეყვანილი, ახლა აღარ მინდა გავაგრძელო და დარტყმის ქვეშ დავაყენო ვიღაცები. მართლა ესენი ვინ არიან, რა ხალხია? როგორ ატყუებენ - დატრენინგებული ბავშვები ერთი და პომადას რომ ისვამს ადამიანი, უცებ ვნახულობთ სხვადასხვა რევოლუციურ სცენარებში იმავეს, იმიტომ რომ ასე დაატრენინგეს. ხალხო, რა გინდათ, დაანებეთ და ნუ აჰყვებით ამ მკვლელებს. რა სპეცრაზმის შეტევა? - სპეცრაზმის შეტევა მთავრდებოდა გვამებს ჯერ კლავდნენ და მერე მალავდნენ სახურავებზე და ეს ხალხი გველაპარაკება. რა რუსეთი და ღალატი, ხომ არ გადაირივნენ მართლა ესენი? რის რუსეთი და ღალატი,"-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა, პირველი მოსმენით, კენჭი უყარა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს. 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ - დოკუმენტი, პირველი მოსმენით, მიღებულია.

დღის ამბები