30 აპრილი 2024,   21:38
ვრცლად
ხელისუფლებაში როცა იყვნენ, მაშინაც სისხლი სწყუროდათ, დღესაც, როცა ოპოზიციაში არიან, მსხვერპლით იმუქრებიან, სიკვდილი, რევოლუცია და რადიკალიზმი უნდათ - გურამ მაჭარაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დევი ჭანკოტაძის განცხადებას, ”ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს, მისი აზრით, წამოცდენილი წინადადება არ იყო.

როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, ოპოზიციას გათვლილი აქვს, რომ ქვეყანაში რადიკალური პროცესები მოხდეს და სწორედ ამიტომ, დღესაც "მსხვერპლით იმუქრებიან":

"მე ვფიქრობ, რომ ეს წამოცდენაც არ იყო. ეს ხალხი ასე ცხოვრობს, ხელისუფლებაში როცა იყვნენ მაშინაც სისხლი სწყუროდათ - გვახსოვს განცხადებები -"სულს ამოგხდითო" საზოგადოებას ემუქრებოდნენ. დღესაც ოპოზიციაში არიან და მსხვერპლით იმუქრებიან. სისხლი სწყურიათ, სიკვდილი, რევოლუცია და რადიკალიზმი უნდათ. ამათ გათვლილი აქვთ, რომ რაღაც რადიკალური პროცესები მოხდეს, რაღაც უბედურება შექმნან და მერე ამაზე ააგონ მთელი რადიკალური პროცესები. ამიტომ მიდიოდა ეს რევოლუციური სცენარები, სემინარები, ამიტომ ასწავლიდნენ იმ ახალგაზრდებს, თუ როგორ უნდა მოხდეს დაპირისპირება და ეს ჭანკვეტაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები