30 აპრილი 2024,   18:41
ვრცლად
"ევროპა ხომ ბრახაბრუხი არ არის?! ევროპაა საუბარი და მოსმენა" - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას

"ხალხის ძალის" წევრის, სოზარ სუბარის სიტყვის პარალელურად, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ეხებოდა, ოპოზიცია სკანდირებდა - "არა რუსულ კანონს."

სოზარ სუბარმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აუცილებელია, საზოგადოებამ იცოდეს, თუ ვინ აფინანსებს მათ, ვინც პოლიციელებზე თავდასხმის გმირობად წარმოჩენას ცდილობს.

"როდესაც გრანტებით ფინანსდება ასეთი საძაგლობები - რომ "მე ვისროლე" - მოლოტოვის კოქტეილის სროლა პოლიციელებისთვის, როდესაც ცხადდება გმირობად და გმირობად აცხადებთ თქვენ. დიახ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ არის ის მეგობარი, ვინც ამას აფინანსებს - და ეს გვეცოდინება კიდევაც, ამ კანონს მივიღებთ. ეს არის ევროპული კანონი, ზუსტად ისეთი კანონი, რომელიც მოქმედებს აშშ-ში და რომელსაც ახლა იღებს ევროკავშირი. დიახ, ჩვენ გვეცოდინება, ვინ აფინანსებს ამას, რომ პოლიციელებზე თავდასხმა თურმე არის გმირობა. ამას მივაღწევთ ჩვენ," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას მოუწოდა, გამომსვლელისთვის მოესმინათ და შეეწყვიტათ სკანდირება.

"პარლამენტია, საუბრის ადგილია, ვაცადოთ საუბარი და მოვისმინოთ. ამაში ხომ რთული არაფერია? ევროპა ხომ ბრახაბრუხი არ არის? ევროპაა საუბარი და მოსმენა,"- მიმართა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას.

დღის ამბები