30 აპრილი 2024,   17:56
ვრცლად
ხმაური პარლამენტში - ოპოზიციის ნაწილს დარბაზი პარლამენტის თავმჯდომარემ დაატოვებინა

83-ით არცერთის წინააღმდეგ - ორდღიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტმა გამჭვირვალობის კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრის დროს დარბაზში არ იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, კენჭისყრამდე კი დარბაზში ხმაური იყო. ოპოზიციის ნაწილს დარბაზი პარლამენტის თავმჯდომარემ დაატოვებინა.

ისინი ცდილობდნენ, უმრავლესობის წევრების სიტყვით გამოსვლისთვის ხელი შეეშალათ. დარბაზში ისმოდა შეძახილები და შეურაცხმყოფელი განცხადებები.

სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რის მერეც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

დღის ამბები