01 მაისი 2024,   15:52
ვრცლად
აქციები ამ ფორმით დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაგრძელდება... ამით ხალხს შლი და ღლი - იაგო ხვიჩია

"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციები, ამ ფორმით, დიდხანს ვერ გაგრძელდება.

იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ საჭიროა შიდა პოლიტიკური დისკუსიები, რომელსაც NGO სექტორი დააორგანიზებს.

"აქციები ამ ფორმით დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაგრძელდება. ხალხის აქეთ-იქით ტარება ტყუილად არ შეიძლება. უბრალოდ, ამით ხალხს შლი და ღლი - მგონი, ეს არ უნდა იყოს აქციის ორგანიზატორების მიზანი.

იცით, რომ აქციის სათავეებთან პოლიტიკური პარტიების გამოჩენა ცუდად აქვს დაცდილი ქართველ ხალხს, ისეთი გამოჩენები ხდება, რომ მერე ხალხი იშლება. ამიტომ, კარგი იქნებოდა, თუ NGO სექტორი მართლა აორგანიზებდეს შიდა პოლიტიკურ დისკუსიებს იმისთვის, რომ ერთად გაიგონ რა უნდათ ამ საზოგადოებას,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.

დღის ამბები