08 ოქტომბერი 2024,   21:14
ვრცლად
„რუსეთისა და სირიის ალიანსი წარმატებული აღმოჩნდა" - სირიის პრეზიდენტის ინტერვიუ

პირველი ინტერვიუ სირიის პრეზიდენტთან რუსეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ. ბაშარ ალ ასადმა ინტერვიუში სირიისა და რუსეთის ერთობლივი მუშაობა დადებითად შეაფასა. ინტერვიუ ადგილობრივ ტელეარხზე გავიდა.

„რუსეთისა და სირიის ალიანსი წარმატებული აღმოჩნდა, სხვა შემთხვევაში მთელი რეგიონის ნგრევის მოწმე შეიძლება გავხდეთ. თუ სხვა ქვეყნებიც რეალურად შეუერთდებიან ჩვენ ალიანსს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს დააჩქარებს იმ შედეგებს, რისი ხილვაც ყველას გვსურს. იმის ნახვა, რომ სირიელები ლტოლვილები გახდნენ, ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და ეს შავი ლაქა იქნება სირიის ისტორიაში. მაგრამ, უფრო მტკივნეულია ის ფაქტი, რომ დასავლეთი  ლტოლვილების თემას თავის სასარგებლოდ იყენებს ,“-განაცხადა ბაშარ ალ ასადმა. 

ინტერნეტით კი რუსეთის ავიაიერიშების ამსახველი კადრები ვრცელდება, რომელიც ქალაქ ჰომსთან და ლატაკიასთანაა გადაღებული. პარალელურად, ისლამური სახელმწიფო სირიის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებას ისევ განაგრძობს. ამჯერად მათ ისტორიულ ქალაქ პალმირაში 2000 წლოვანი ტრიუმფალური თაღი ააფეთქეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები