16 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობას" ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ - სააკაშვილი

"ნაციონალურ მოძრაობას" ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების შემდეგ ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სასამართლოში ცვლილებებზე, დეოლიგარქიზაციის პრინციპებსა და მომავალ კონსენსუსურ საპრეზიდენტო კანდიდატზე ახლავე უნდა შეთანხმდნენ.

"ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ამაყი, ძლიერი ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ადამიანი და რეგიონული ლიდერი, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ამ ერთიანობისთვის. ერთიანობა პირველ რიგში არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს. ამ საერთო სიაში თავისი წარმომადგენლების დელეგირებას პარიტეტული პრინციპით ყველა ძირითადი პროევროპული ძალა გააკეთებს. საარჩევნო ნომერი შემთხვევითი წესით შეიძლება შეირჩეს.

ჩვენი დათვლებით, საერთო სიის შემთხვევაში, ოპოზიცია ოცნებას 70/30 პროპორციით დაამარცხებს. შემდეგ გარდამავალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს და ძლიერი სპეციალისტებით დაკომპლექტდეს, რომლებიც ქვეყანაში ნამდვილად არიან და ამავე დროს, ამ ეტაპზე პოლიტიკის წინა ხაზზე არ არიან. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სასამართლოში ცვლილებებზე, დეოლიგარქიზაციის პრინციპებსა და მომავალ კონსენსუსურ საპრეზიდენტო კანდიდატზე ახლავე უნდა შეთანხმდნენ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

გარდა ამისა, როგორც მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, მან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" სთხოვა, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შექმნან და ბორდის თავმჯდომარედ თავად მიხეილ სააკაშვილი განიხილონ, ხოლო მის მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „რეჟიმს იზოლირებული ჰყავს“, მზად არის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთოს.

"რაც შეეხება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავაღრმაოთ საზოგადოებასთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა, წინ უნდა წამოვწიოთ ბევრი ახალი სახე და წამოვაყენოთ ახალი იდეები. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმს ახლაც იზოლირებული ვყავარ და ჩემ მიმართ ახალ რეპრესიებს ამზადებს, მე მზად ვარ, კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთო და ყველა ხელოვნური დაბრკოლება გადავლახო. ამასთან დაკავშირებით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ. სოფო ამ ბოლო დროს განსაკუთრებით წარმოჩინდა, როგორც წამყვანი და გამწევი ძალა. ის ახალი თაობის პოლიტიკოსებში უმნიშვნელოვანესი ახალი ლიდერი იქნება. ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის", თავისი უშიშრობით, კომუნიკაბელურობით, დაუღალაობით პარტიის არსებულ ლიდერშიფთან ერთად ერთიანობისთვის მუშაობას შეძლებს. ასევე, მე პირადად მიმაჩნია, კარგი იქნებოდა, რომ ის იმ დელეგატთა შორის პირველი ყოფილიყო, ვისაც ჩვენ საერთო ოპოზიციური გაერთიანების სიაში წარვადგენთ, რაც პარტიის სხვა ლიდერების დამსახურებასა და მნიშვნელობას არ ამცირებს.

სოფოს თავისი ძალიან საინტერესო აქტივისტების ჯგუფი ჰყავს და ახალი ხალხის მოზიდვის უნიკალური უნარი აქვს, რომელიც ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიციის ეფექტური ნაწილი გახდება. მე მას სრულად ვენდობი, რაც მის საქმიანობაზე მრავალწლიან დაკვირვებასა და ბოლო წლის განმავლობაში ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობას ეფუძნება.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, უახლოეს დღეებში რუსული რეჟიმის პოლიტიკური ხერხემალი უნდა გადავტეხოთ! მათ პროტესტისა და ჩვენი ხელახლა დანაწევრების საშუალება არ უნდა მივცეთ!

ახლა "არა რუსულ კანონს" და "არა რუსულ რეჟიმს" განუყოფელი ლოზუნგებია.

ამის გარდა, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებებსა და ნამდვილი, სანდო ადამიანებით დაკომპლექტებას უნდა მივაღწიოთ. ივანიშვილი რამდენჯერმე დაუძვრა ქართულ საზოგადოებას და ამჯერად, მას მოტყუებისა და ჩვენი მოშვების სივრცე არ უნდა დავუტოვოთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები