08 ოქტომბერი 2024,   21:20
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტმა ევროკავშირი საემიგრაციო პოლიტიკის დარღვევის გამო გააკრიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა ევროკავშირი საემიგრაციო პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ რეჯებ ტაიპ ერდოღანმა საფრანგეთში ვიზიტის დროს, სტრასბურგში ანტიტერორისტულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან გაეროს უმოქმედობაში დასდო ბრალი, რადგან, მისი თქმით, მიგრაციის საკითხებზე მომუშავე კომისიები რეალურად არაფერს აკეთებენ.

ერდოღანის ვიზიტს მოწინააღმდეგეების აქციის გარეშე არ ჩაუვლია. პარალელურად, სტრასბურგში ასობით ალევიტი და ქურთი დემონსტრანტი შეიკრიბა. 

დღის ამბები