03 მაისი 2024,   18:08
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინა რუსეთის ელექტრო და ნავთობქიმიურ ობიექტებს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს

რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გვიან ღამით, რუსეთს უკრაინა უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს. გამოცემა "გარდიანის" ცნობით, ომში მყოფმა ქვეყანამ თავდასხმების ტალღა განახორციელა რუსეთის ელექტრო და ნავთობქიმიურ ობიექტებზე.

რაც შეეხება უკრაინასა და ქვეყნის დახმარებას - ომში მყოფი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებისგან 61 მილიარდიან დახმარების პაკეტს ელოდება. კანონპროექტს კენჭს, სავარაუდოდ, დღეს უყრიან.

დღის ამბები