08 ოქტომბერი 2024,   21:15
ვრცლად
ჩინეთში ტაიფუნ "მუჯიგაეს" 4 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის სამხრეთში ტაიფუნ "მუჯიგაეს" შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. უკვე ცნობილია, რომ სტიქიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძლიერი ქარი ტორნადოში გადაიზარდა, რამაც რამდენიმე შენობის ნგრევა და ხეების წაქცევა გამოიწვია.

ტაიფუნმა "მუჯიგაემ" მეთევზეების რამდენიმე გემს სანაპიროსთან დაბრუნების საშუალება არ მისცა, რის გამოც ისინი ღია ზღვაში იმყოფებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულები არიან მეთევზეები. ეს ქვეყანაში წელს უკვე 22–ე ტაიფუნია.

 

დღის ამბები