08 ოქტომბერი 2024,   21:20
ვრცლად
ძლიერი წვიმა შეერთებულ შტატებში - სტიქიის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა

შეერთებული შტატების სამხრეთ კაროლინის შტატს თავს ძლიერი წვიმა დაატყდა. შედეგად 3 ადამიანია გარდაცვლილი. შტატის გუბერნატორის თქმით, მსგავსი მასშტაბის ბუნებრივი მოვლენა რეგიონში ათას წელიწადში ერთხელ ხდება.

სამხრეთ კაროლინაში დატბორილია საავტომობილო გზები, სადაც მაშველები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი ჯორჯტაუნი.

მეტეოროლოგები წვიმის გაგრძელებას ისევ ვარაუდობენ, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები