04 მაისი 2024,   09:04
ვრცლად
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ, ისრაელისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფის კანონპროექტს, მხარი დაუჭირა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ, ისრაელისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფის კანონპროექტს, მხარი დაუჭირა. საუბარია 26 მილიარდ დოლარზე, რომელიც ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებებს, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემების შევსებას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ბოლო ცნობებს, ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ღამით, ლიბანის სამხრეთ ნაწილში, სამ რაიონში დაჯგუფება “ჰეზბოლას“ რამდენიმე ობიექტს დაარტყეს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება. მათივე ცნობით, ერთ-ერთი თავდასხმის სამიზნე ტაირ ჰარფაში, ტერორისტული ჯგუფის ერთ-ერთ ობიექტზე, "ჰეზბოლას" წევრი იყო.

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული რეიდისას, ღამის განმავლობაში 14 პალესტინელი დაიღუპა. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტერიტორიაზე 30-ზე მეტი სამხედრო ავტომობილი იქნა მობილიზებული. ისმოდა ორმხრივი სროლის ხმაც.

დღის ამბები