23 აგვისტო 2026,   23:24
ვრცლად
სუს-ში აცხადებენ, რომ ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთ სკოლაში იარაღი ან ბომბი იქნა აღმოჩენილი, სიმართლეს არ შეესაბამება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზე იარაღი ან ბომბი იქნა აღმოჩენილი, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, რამდენიმე სკოლაში სამართალდამცველები მუშაობდნენ, თუმცა საეჭვო არაფერია აღმოჩენილი.

“ტელეგრამში“ ერთ-ერთ არხზე გავრცელებულ ტერორიზმთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ “შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას”. განათლების სამინისტროშიც აცხადებენ, რომ შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არიან.

შეგახსენებთ, “ტელეგრამ“ არხზე თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია გუშინ ღამე გავრცელდა. ამ დროისთვის აღნიშნული არხი წაშლილია.

დღის ამბები