27 ივლისი 2024,   04:42
ვრცლად
ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ოპერაცია დაასრულა - მოკლულია ათი ტერორისტი

ისრაელის არმიამ შვიდი ოქტომბრის შემდეგ, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ოპერაცია დაასრულა. სამხედროების განცხადებით, მათ ათი ტერორისტი მოკლეს და დააკავეს ძებნილები.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის დაწესებულ ნებისმიერ სანქციას შეეწინააღმდეგება. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი დასავლეთ სანაპიროზე მყოფ ისრაელის ქვედანაყოფზე, სავარაუდოდ, უფლებების დარღვევისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს.

დღის ამბები