08 ოქტომბერი 2024,   21:21
ვრცლად
ისლამურმა სახელმწიფომ პალმირაში კიდევ ერთი ანტიკური ძეგლი გაანადგურა

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა პალმირაში კიდევ ერთი ანტიკური ძეგლი გაანადგურეს. ისლამისტებმა ქალაქის ცენტრში 2 ათასი წლის წინ აგებული ტრიუმფალური თაღი ააფეთქეს. გავრცელებული ცნობით, შედეგად ძეგლი მთლიანად დაინგრა.

ისლამური სახელმწიფო იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესულ ქალაქს მაისის შემდეგ აკონტროლებს.

ტრიუმფალური თაღის გარდა, დაჯგუფების მებრძოლებმა ამ პერიოდში კიდევ ორი უძველესი ტაძარი ააფეთქეს.

იუნესკოს დირექტორი რადიკალი ისლამისტების ქმედებებს სამხედრო დანაშაულად აფასებს და საერთაშორისო საზოგადოებას მათ წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები