08 ოქტომბერი 2024,   21:14
ვრცლად
პეტრო პოროშენკომ რუსეთი ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა

ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პეტრო პოროშენკომ უკრაინულ ტელეარხებს შემაჯამებელი ინტერვიუ მისცა. 

პრეზიდენტის თქმით, პარიზში შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ დონბასში დაგეგმილი უკანონო არჩევნების გაუქმებას ხელს შეუწყობს.  დონეცკსა და ლუგანსკში პრორუს სეპარატისტებს ე.წ. არჩევნები 18 ოქტომბერსა და პირველ ნოემბერს აქვთ დანიშნული.

პეტრე პოროშენკომ სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციაზეც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, უკრაინის აღმოსავლეთში "ნოვორასიის" შექმნის მცდელობის ჩაშლის შემდეგ ვლადიმერ პუტინი საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ახლა ნოვოსირიის შექმნას ცდილობს.

უკრაინის ლიდერმა რუსეთი ტერორიზმის დაფინანსებაშიც დაადანაშაულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები