08 ოქტომბერი 2024,   21:23
ვრცლად
სტოკჰოლმში ნობელის რიგით 114–ე კვირეული იწყება

სტოკჰოლმში ნობელის რიგით 114–ე კვირეული იწყება. დღეს შვედეთის დედაქალაქში ნობელის პრემიის ლაურეატებს ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში დაასახელებენ. 9 ოქტომბერს კი ტრადიციულად ოსლოში მთვარი ჯილდოს - ნობელის მშვიდობის პრემიის მფლობელის ვინაობას გამოავლენენ.

წელს შვედური კრონის კურსის ვარდნის გამო პრემია მილიონ დოლარზე ნაკლები იქნება. გავრცელებული ცნობით, დაჯილდოებულებს 950 ათას დოლარს გადასცემენ.

ყველა დარგის გამარჯვებულებს სტოკჰოლმში ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს 10 დეკემბერს დააჯილდოვებენ. მშვიდობის დარგში გამოვლენილ ლაურეატს კი პრემიას ოსლოში გადასცემენ.

დღის ამბები