04 მაისი 2024,   18:04
ვრცლად
ფაქტია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ 29-ში, თავისი მოსვლით, აპირებს, დააფიქსიროს პოზიცია, რომელიც უმრავლესობას აქვს - გია ვოლსკი

29 აპრილის აქცია, როგორც გამჭვირვალობის კანონის ყველაზე მყარი არგუმენტი - მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მათ მიერ დაორგანიზებული აქციის საშუალებით, ბრიუსელიც და სტრასბურგიც გაიგებენ, თუ რა მხარდაჭერა აქვს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს საზოგადოებაში და რომ ისინი პირველ ადგილზე ქვეყნის ინტერესებს აყენებენ.

"რთულია გაუძლო ამ შიდა გამოწვევებს, რომლებიც ხელოვნურად შექმნეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და რადიკალურმა ოპოზიციამ ერთად, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ 29-ში, თავისი მოსვლით, აპირებს, დააფიქსიროს პოზიცია, რომელიც უმრავლესობას აქვს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ორშაბათის აქციაზე "ქართული ოცნება" მხარდამჭერების რესურსის დემონსტრირებას საჯარო მოხელეების გამოყენებით შეეცდება; საუბრობენ საზოგადოების კიდევ უფრო გაყოფის შესახებაც.

დღის ამბები