04 მაისი 2024,   15:26
ვრცლად
საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ბათუმში შედგება - "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მოსახლეობას კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდიან

იმერეთი, რაჭა, გურია და ახლა უკვე აჭარა - საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ბათუმში შედგება. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მოსახლეობას კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდიან. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ქმედებები უნდა დაუპირისპირდეს. კანონპროექტებით გათვალისწინებულია ისეთი საკითხების დარეგულირება, რომელიც ეხება ქორწინებას, შვილად აყვანას, ასევე - სასწავლო პროგრამებს.

"დაცული არის და იქნება ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის, პირველ რიგში, მოწყვლადი ჯგუფებისა, მაგრამ, ამავდროულად, დაცული უნდა იყოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის უფლება, რომ დაცული იყოს ოჯახი, მოზარდი თაობა. დაუჭერს თუ არა ამას პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო უმრავლესობა ხმას, რა თქმა უნდა, ოპოზიცია ამას ხმას არ დაუჭერს - მას ეშინია, მხარში დაუდგეს ქართველი ხალხის ინტერესებს,“ - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები