16 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
ეს არის ჟანრის კლასიკა, ხელისუფლება, რომელიც გაკოტრებულია და დასაყრდენი არ აქვს ხალხში, ცდილობს ფაბრიკაციას, აშინებს ხალხს - პაატა მანჯგალაძე

ბოლო 2 დღეში გამოქვეყნებული ფარული აუდიოჩანაწერები, პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. მმართველი გუნდი ოპოზიციის რადიკალურ გეგმებზე საუბრობს. ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, ხელისუფლება საზოგადოების დაშინებითა და ფაბრიკაციების შექმნით ცდილობს ძალაუფლება შეინარჩუნოს.

"ეს არის ჟანრის კლასიკა. ხელისუფლება, რომელიც გაკოტრებულია და დასაყრდენი არ აქვს ხალხში, ცდილობს ფაბრიკაციას, აშინებს ხალხს და გადადის ტერორზე. ჩვეულებრივი ჟანრის კლასიკაა რაც ხდება და არავინ არ შეეგუება ამას," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

თუმცა, როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრები ამბობენ, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და ვინც ამას გეგმავს, თავადვე დაზარალდება.

"თუ ეს ჩანაწერები ავთენტურია, მე შემიძლია გითხრათ, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. გვესმოდეს, რომ იქნება ეს ძალადობა თუ კანონს მიღმა არსებული მეთოდები, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში იქნება კონტრპროდუქტიული მათთვისვე ვინც ამას გეგმავს. საბოლოო ჯამში, ისევ იმ ადამიანებს გააღიზიანებენ, რომლებიც უნდა იყოს ჩვენი მთავარი მხარდამჭერი," - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

დღის ამბები