შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყება აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებენ, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. ასევე, მოუწოდებენ, არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებულნი არიან და იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.
ასევე, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა.
კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, პარლამენტთან, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო. დაპირისპირება აქციის მონაწილეების მხრიდან საქართველოს პარლამენტთან ჯებირებით შემოღობილ სცენაზე ასვლის მოთხოვნას მოჰყვა.