08 ოქტომბერი 2024,   21:14
ვრცლად
რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს

სირიაში მყოფმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა თურქეთის საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვიეს. ინციდენტის გამო, ოფიციალურმა ანკარამ რუსეთიდან ელჩი გამოიწვია. ქვეყნის პრემიერის თქმით, შეიარაღებული ძალები საპასუხო ზომებს მიიღებს, თუ ფაქტი კიდევ განმეორდა.

რამდენიმე წამით საჰაერო სივრცის დარღვევას ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და მას უამინდობით ხსნის.

„დღეს რუსეთისგან მივიღეთ განმარტება, რომ ეს შეცდომა იყო, ისინი პატივს სცემენ თურქეთის საზღვრებს და ეს ფაქტი აღარ განმეორდება,” - განაცხადა აჰმედ დავითოღლუმ.

ინციდენტს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გამოეხმაურა.

„შეშფოთებულები ვართ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტით. ეს ინციდენტი შეიძლებოდა სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებითაც დასრულებულიყო,” - განაცხადა ჯონ კერიმ.

ნატომ კი გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის ქმედებას "სახიფათო და უპასუხისმგებლო" უწოდა.

 

 

 

 

დღის ამბები