08 ოქტომბერი 2024,   21:20
ვრცლად
American Airlines-ის ბორტზე პილოტი თვითმფრინავის დაშვებამდე გარდაიცვალა

American Airlines-ის კუთვნილმა ლაინერმა ავარიული დაშვება განახორციელა. მიზეზი პილოტის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, Aurbus 320 რეისს ფენიქსიდან ბოსტონის მიმართულებით ასრულებდა, თუმცა ეკიპაჟის მეთაურმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ავარიული დაშვება მოითხოვა.
პილოტი დაშვებამდე გარდაიცვალა. თვითმფრინავი ეკიპაჟმა სირაკუზას აეროპორტში დასვა.

ინცინდენტის დროს ბორტზე 147 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. არავინ დაშავებულა.

რა გახდა პილოტის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები