08 ოქტომბერი 2024,   21:18
ვრცლად
ტერაქტების სერია ერაყში - ისლამისტების აფეთქებები ბაღდადში, ბასრასა და ხალისში

ტერაქტების სერია ერაყში - ისლამისტებმა აფეთქებები ბაღდადში, ბასრასა და ხალისში მოაწყვეს.

სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმების შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები.

ყველაზე დიდი მსხვერპლი ქალაქ ხალისში ბაზართან დანაღმული მანქანის აფეთქებას მოყვა - აქ 35 ადამიანი დაიღუპა.

ბაღდადში კი დანაღმული მანქანა, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა, საცხოვრებელ კვარტალში აფეთქდა.

ტერაქტებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დღის ამბები