08 ოქტომბერი 2024,   21:14
ვრცლად
პარიზის მოდის კვირეულზე სენ–ლორანის მოდის სახლმა ახალი საგაზაფხულო კოლექცია წარადგინა

პარიზის მოდის კვირეულზე სენ–ლორანის მოდის სახლმა ახალი საგაზაფხულო კოლექცია წარადგინა. 50-ამდე კოსტუმი სახლის სამხატვრო ხელმძღვანელმა და მთავარმა დიზაინერმა ჰაიდი სლიმანმა შექმნა.

მოდელიორმა აბრეშუმის კაბებს თვლებით გაწყობილი დიადემები შეუხამა. კოსტუმების დიდი ნაწილი სპორტული სტილის იყო.

ჩვენებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ფრანგული კინოს ვარსკვლავი კეტრინ დენევი.

შოუს დაესწრო ივ სენ ლორანის ყოფილი პარტნიორი პიერ ბერჟიც.

დღის ამბები