19 მაისი 2024,   21:09
ვრცლად
უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. მათი ცნობით, ქართული სპეცდანიშნულების რაზმის, "შავი არწივის" წევრები - დავით ღოღაძე და ბესო ლომიძე ავდეევკის მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს შეეწირნენ.

ორი დღის წინ, ამავე ადგილას, ასევე "შავი არწივის" კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა.

რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, არაოფიციალური ცნობებით, უკრაინაში 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

 

დღის ამბები