08 ოქტომბერი 2024,   21:19
ვრცლად
„რუსეთის ძალების განლაგება სირიაში ჩვენ დიდი შეშფოთებას იწვევს", - იენს სტოლტენბერგი

ორ დღეში ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცის მინისტრების შეხვედრა გაიმართება. განხილვის მთავარი თემა სირიაში მიმდინარე მოვლენები და რუსეთის საჰაერო ოპერაცია იქნება.

იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებისთვის დღეს ბრიფინგი გამართა. გენერალურმა მდივანმა ორ ძირითად საკითხზე - რუსეთსა და უკრაინაზე გაამახვილა ყურადღება. ნატომ ასევე შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე. სტოლტენბერგმა სირიაში რუსეთის ქმედებებიც გააკრიტიკა.

„რუსეთის ძალების განლაგება სირიაში ჩვენს დიდი შეშფოთებას იწვევს. გარდა ამისა, მიუღებელია რუსული თვითმფრინავის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა. ამიტომ, მოვიწვიეთ გუშინ ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა. მოვუწოდებ რუსეთს, თავი აარიდოს ალიანსთან დაძაბულობის ესკალაციას. შეშფოთებას გამოვთქვამთ აგრეთვე იმის გამო, რომ ისლამური სახელმწიფოს ნაცვლად რუსეთი უტევს სირიის ოპოზიციას და მშვიდობიან მოსახლეობას.

"რაც შეეხება უკრაინას, ვითარება მყიფეა, მაგრამ პროგრესი შეინიშნება. მივესალმები ნორმანდიის ფორმატის განახლებულ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მინსკის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ. ის ფაქტი, რომ ესმით სეპარატისტების მიერ დაგეგმილი არჩევნების გადადების აუცილებლობა, პოზიტიური ნაბიჯია. ნებისმიერი არჩევნები უკრაინის კანონმდებლობის ფარგლებში უნდა ჩატარდეს”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები