08 ოქტომბერი 2024,   21:16
ვრცლად
ნობელის პრემია ფიზიკის დარგში იაპონელ და კანადელ მეცნიერებს გადაეცათ

ნობელის პრემია ფიზიკის დარგში იაპონელ და კანადელ მეცნიერებს გადაეცათ. ლაურეატები ნობელის კომიტეტმა ერთი საათის წინ დაასახელა.

ტაკააკი კაძიტა და არტურ მაკდონალდი ნეიტრინოების ოსცილაციის აღმოჩენისთვის დააჯიდოვეს. ეს აღმოჩენა ადასტურებს, რომ ნაწილაკებს მასა გააჩნიათ.

ნობელის კომიტეტმა უკვე დაასახელა ლაურეატები მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში, ხვალ კი ქიმიის დარგის ნობელიანტებს დაასახელებს. გამარჯვებულებს ნობელის კომიტეტი 10 დეკემბერს დააჯილდოვებს.

დღის ამბები