16 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. საკანონმდებლო ორგანოსთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები.

მოქალაქეები დღეს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღამის გათენებას აპირებენ. როგორც ისინი აცხადებენ, ლოზუნგით - "გავათენოთ საქართველოსთვის" დილამდე დარჩებიან.

ამასთან, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტში შესასვლელი ჭიშკრები სამართალდამცავებმა რკინის ჯებირებით გაამაგრეს. კერძოდ, რკინის ჯებირები ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზე განთავსებულ ჭიშკრებზე დაამაგრეს.

 

დღის ამბები