08 ოქტომბერი 2024,   21:21
ვრცლად
რუსეთის ავიაციამ სირიაში 12 სამიზნეზე განახორციელა იერიშები

რუსეთის ავიაციამ სირიაში 12 სამიზნეზე განახორციელა იერიშები. რუსეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს უპილოტო თვითმფრინავით გადაღებულ კადრებს, სადაც მათი თქმით, ისლამური სახელმწიფოს ავტომობილები ჩანს, რომლებიც თავდაცვის მიზნით მეჩეთებთან და დასახლებულ პუნქტებში აქვთ განთავსებული.

რუსეთის ავია იერიშებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და მოსკოვს კიდევ ერთხელ მოსთხოვა მეტი გამჭვირვალობა ავია იერიშების წარმოების პროცესში.

„რუსეთის მიერ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა, იმის ნაცვლად, რომ ფოკუსირება მოახდინოს ისლამურ სახელმწიფოზე, შეუძლებელს ხდის კონფლიქტის მოგვარებას,“ - განაცხადა ჯონ კერიმ.

თავის მხრივ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი ყოველი სამხედრო ოპერაცია კარგად დაგეგმილია და გადამოწმებულ ინფორმაციას ეყრდნობა სამიზნეების შესახებ, რაც დასახლებულ პუნქტებზე ავია დარტყმებს გამორიცხავს.

„რუსული ავიაცია იერიშებს ახორციელებს მხოლოდ მაშინ, როცა 100 პროცენტით იცის სამიზნის არსებობა,“ - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა.

დღის ამბები