08 ოქტომბერი 2024,   21:19
ვრცლად
სამხრეთ კაროლინას შტატში წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო მონაცემებით 14 ადამიანი ემსხვერპლა შეერთებული შტატების სამხრეთ კაროლინის შტატში ძლიერ წვიმებს და წყალდიდობას.

800-მდე ადამიანი სტიქიის გამო ღამეს თავშესაფარში ათენებს. ხელისუფლების თქმით, შესაძლოა უახლოეს საათებში დამატებითი ევაკუაცია გახდეს საჭირო, რადგან მდინარეები ადიდებულია, რაც საფრთხეს უქმნის კაშხლებს.

უსაფრთხოების მიზნით 500-მდე საავტომობილო გზა და ხიდი გადაკეტილია.

ბოლო დღეების განმავლობაში შტატში რეკორდული რაოდენობის ნალექი დაფიქსირდა. მეტეოროლოგები ამ კვირაში გამოდარებას ვარაუდობენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები