27 ივლისი 2024,   03:47
ვრცლად
"ყველა ის ქომაგი, რომელიც იქნება აღჭურვილი შესაბამისი ბილეთით, მიიღებს შეღავათიან საშუალებას" - ვიცე-პრემიერებმა Euro 2024-ის ავიაბილეთების სუბსიდირების დეტალებზე ისაუბრეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ, Euro 2024-ის 3 000-მდე ქომაგი მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერებით ისარგებლებს და ავიაბილეთის ყიდვას სპეციალური, სუბსიდირებული ფასით შეძლებს. მოლაპარაკებები უკვე გაიმართა ავიაკომპანიებთანაც. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, დღეს დეტალებზე ისაუბრა ქვეყნის ორივე ვიცე-პრემიერმა.

"ყველა ის ქომაგი, რომელიც იქნება აღჭურვილი შესაბამისი ბილეთით, მიიღებს შეღავათიან საშუალებას. ამისთვის ცალკე კომუნიკაცია შედგება საზოგადოებასთან და, პირველ რიგში, ქომაგებთან. იმისთვის, რომ მათ ბილეთის შეძენის შემდეგ შეღავათიან ფასად განახორციელონ ფრენა და ამასთან, ასეთივე ფრენა იყოს სხვადასხვა ქალაქიდან მაქსიმალურად ხელმისაწვდომი," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

ვეცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით კი, ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება უკვე მიმდინარე კვირის ბოლოდან, როგორც თბილისიდან, ისე ქუთაისიდან. ერთი გზის ბილეთის ფასი სუბსიდირებით 195 ევრო იქნება, შესაბამისად, ორი გზის ფასი - 390 ევრო.

"ვიმუშავეთ ავიაკომპანიებთან და დამატებით 3000 ქომაგი შეძლებს საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასწრებას. იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება იყვნენ ქომაგები, რომელთაც სურთ დაესწრონ ერთ, ორ ან სამივე თამაშს, გადაწყდა, რომ ერთი მიმართულების ფასი იქნება დაფიქსირებული - 195 ევრო და ქომაგები თვითონ გადაწყვეტენ, თუ რამდენ თამაშს დაესწრებიან და შესაბამისად, რომელ თარიღებში შეიძინონ ბილეთები," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება უკვე მიმდინარე კვირის ბოლოდან, როგორც თბილისიდან, ისე ქუთაისიდან.

 

დღის ამბები