27 ივლისი 2024,   04:00
ვრცლად
უხვი ნალექის შედეგად ახმეტელის მეტროსთან, მიწისქვეშა გადასასვლელი და იქ არსებული სავაჭრო ობიექტები დაიტბორა

ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა.

გლდანში, ახმეტელის მეტროსთან, დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელი და იქ არსებული სავაჭრო ობიექტები.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური. მიწისქვეშა გადასასვლელიდან წყალი გვიან ღამითვე ამოტუმბეს, დაასუფთავეს მაღაზიები და შესაძლებელი გახდა გადაადგილებაც.

დღის ამბები