27 ივლისი 2024,   04:36
ვრცლად
კონგრესმენთა ჯგუფი პენტაგონს მოუწოდებს, უკრაინას რუსეთში მდებარე სამიზნეებზე შეტევის ნება დართოს - რას პასუხობს პენტაგონი

ინტენსიური ბრძოლებია უკრაინაში. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზე - დაიბომბა ენერგეტიკული ობიექტები, შედეგად ოლქში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. დაშავდა ერთი ადამიანი.

აფეთქება იყო პოლტავას ოლქში; ქვეყნის სამხრეთით, შავი ზღვის ნაწილიდან, საჰაერო ძალებმა მიკოლაივისა და ოდესის მიმართულებით დრონების გადაადგილება დააფიქსირეს.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალები ხარკოვის მიმართულებით კონტრშეტევას ახორციელებენ.

ამავე დროს, კონგრესმენთა ჯგუფმა პენტაგონს მოუწოდა, დაუშვას რუსეთის ტერიტორიაზე, სტრატეგიულ სამიზნე ობიექტებზე, იერიშისთვის უკრაინის მიერ ამერიკული იარაღის გამოყენება. მათი განმარტებით, უკრაინას ეფექტურად თავდაცვის უნარი შეზღუდული აქვს არსებული პოლიტიკის გამო და ის უნდა შეიცვალოს. ამ განცხადებას პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა უპასუხა. თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ ამერიკის პოზიცია რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების შესახებ არ შეცვლილა.

 

დღის ამბები