17 ივნისი 2024,   01:39
ვრცლად
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის ძალებმა ლტოლვილთა ბანაკში 7 პალესტინელი მოკლეს

რეიდი იორდანეს დასავლეთ ნაპირის ქალაქ ჯენინში - ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის ძალებმა ლტოლვილთა ბანაკში 7 პალესტინელი მოკლეს, არიან დაჭრილები. თელ-ავივის განმარტებით, სამხედრო ოპერაციის მიზანი ტერორისტების ლიკვიდაცია იყო. პალესტინური მხარე კი იტყობინება, რომ დაღუპულებს შორის ერთი მასწავლებელი და ერთი ექიმია, რომლებიც სამსახურში მიდიოდნენ.

ამავე დროს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მედიასთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს "აღმაშფოთებელი" უწოდა; ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი პარიზში ვიზიტისას ფრანგ კოლეგას ჰააგის პროკურორის მოთხოვნის დაგმობისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, კარიმ ხანმა პალესტინის ტერიტორიასა და ღაზის სექტორში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და ომის დანაშაულებზე "ჰამასის" სამ ლიდერთან ერთად ისრაელის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა.

 

დღის ამბები