ესპანეთმა და ირლანდიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთისა და ირლანდიის პრემიერ-მინისტრები ავრცელებენ.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ მისი გადაწყვეტილება ძალაში ოფიციალურად 28 მაისიდან შევა.
დღეს, პალესტინის სახელმწიფო ნორვეგიამაც აღიარა, ისრაელმა კი ირლანდიიდან და ნორვეგიიდან ელჩები გაიწვია.