16 ივნისი 2024,   08:34
ვრცლად
პრემიერი: კანონის შედეგი არის ერთადერთი - ვებგვერდი, სადაც საქართველოს მოქალაქეს, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება შევიდეს და ნახოს ინფორმაცია, ვინ დგას ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის უკან

"ამ კანონის შედეგი არის ერთადერთი - ვებგვერდი, სადაც საქართველოს მოქალაქეს, ნებისმიერ ადამიანს, შეეძლება, შევიდეს და ნახოს ინფორმაცია, თუ ვინ დგას ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის უკან“ - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „უცხოური გავლენის გამჭირვალობის კანონზე“ საუბრისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, NGO-ების ლიკვიდაციის საკითხი დღის წესრიგში არცერთ შემთხვევაში არ დგება. მთავრობის მეთაურმა განმარტა ისიც, თუ რას ითვალისწინებს კანონი რომ იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმაციის შეტანაზე უარს იტყვის - ეს არის ჯარიმა, იუსტიციის სამინისტრო კი კვლევის შედეგად უფლებამოსილი ხდება გაასაჯაროოს ინფორმაცია მხოლოდ ორგანიზაციის ფინანსებზე.

"ენჯეოს" ლიკვიდაციის საკითხი არც ერთ შემთხვევაში არ დგება დღის წესრიგში. ერთადერთი, რაც არის გათვალისწინებული, ეს არის ჯარიმა სანქციის სახით, მეტი არაფერი სანქცია გათვალისწინებული არ არის. უბრალოდ შეიძლება დაგემატოს ეს ჯარიმები დროთა განმავლობაში, მაგრამ ლიკვიდაციას არც ერთ შემთხვევაში არ იწვევს ჯარიმის გადაუხდელობა.

ერთადერთი შედეგი, რასაც იძლევა ეს კანონი, პრაქტიკაში ხომ უნდა წარმოვიდგინოთ რა ხდება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ერთადერთი შედეგი არის ის ,რომ იქმნება ერთი ვებგვერდი, დამთავრებულია. არის ერთი ვებგვერდი, სადაც არის მოცემული რეესტრი, ინფორმაცია არასამთავრობორ ორგანიზაციების შესახებ, ვინ რამდენი შემოსავალი მიიღო და რაში დახარჯა ეს თანხები.

პრაქტიკული თვალსაზრისით, თუ „ენჯეოები“ დაიწყებენ კეთილსინდისიერად მოქმედებას, შედეგი ამ კანონის არის ერთადერთი ვებგვერდი, სადაც შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს და ნახოს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ ვინ დგას ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის უკან, ეს არის ერთადერთი პრაქტიკული შედეგი.

როგორ შეიძლება ამან გამოიწვიოს რაიმე დრამატული პრობლემები იგივე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის კუთხით.

იმ შემთხვევაში თუ მოქმედებენ არაკეთილსინდისიერად და არ შეაქვთ ინფორმაცია, საბოლოო ჯამში ერთია, რომ უწევთ ჯარიმის გადახდა და მეორე: იუსტიციის სამინისტრო მოიკვლევს ინფორმაციას ორგანიზაციასთან დაკავშირებით და თავად გაასაჯაროებს ინფორმაციას მხოლოდ და მხოლოდ ფინანსების თაობაზე. არავითარი იქ ინტიმური ცხოვრება და შემდეგ ათას აბსურდზე იყო საუბარი, სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება ამასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც გასაჯაროვდება, ეს არის ინფორმაცია ფინანსების თაობაზე,“ - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები