08 ოქტომბერი 2024,   21:13
ვრცლად
სირიაში მიმდინარე საჰაერო ოპერაციაში რუსეთის საზღვაო ძალებიც ჩაერთვნენ

სირიაში მიმდინარე საჰაერო ოპერაციაში რუსეთის საზღვაო ძალებიც ჩაერთვნენ. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეს კასპიის ზღვაში განლაგებული 4 სამხედრო გემიდან 26 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს და ისლამური სახელწმიფოს 11 ობიექტი გაანადგურეს.

დღესვე რუსულმა მოიერიშეებმა სირიის სამთავრობო ძალების არტილერიასთან ერთად კოორდინირებული შეტევა განახორციელეს ჰამასსა და იდლიბზეც.

მოსკოვში კვლავ აცხადებენ, რომ სამიზნე ისლამური სახელმწიფოს დისლოკაციის ადგილები იყო, თუმცა სირიის ოპოზიცია ირწმუნება, რომ რუსები ძირითადად მათ მხარდამჭერთა პოზიციებს ბომბავენ.

მსგავს განცხადებას აკეთებს თურქეთის პრემიერმინისტრიც. აჰმეტ დავუთოღლუს თქმით, რუსეთის 57 სამიზნედან ტერორისტებს მხოლოდ ორი ობიექტი ეკუთვნოდათ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები