27 ივლისი 2024,   04:13
ვრცლად
იყალთოში თემატური ბანაკები გაიხსნა

კახეთში, სოფელ იყალთოში თემატური ბანაკების გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ახალგაზრდებში სახელმწიფოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერების კუთხით თემატური ბანაკების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ბანაკების გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვახტანგ ბააკაშვილმა.

ღონისძიების შემდეგ მინისტრმა ბანაკის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტუალური საკითხი მათთან ერთად განიხილა.

თემატური ბანაკები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, 2024 წელს პირველად ტარდება.

თემატური ბანაკები ივნისის ბოლომდე გაგრძელდება და წელს ახალგაზრდების 8 ნაკადს, ჯამში 500-მდე სტუდენტს უმასპინძლებს.

ბანაკის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ თემატურ დისკუსიებში გლობალურ და ადგილობრივ გამოწვევებთან დაკავშირებით. ამასთან, მრავალფეროვან შემეცნებით და გასართობ აქტივობებთან ერთად, სტუდენტებისთვის ჩატარდება საჯარო ლექციები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე.

დღის ამბები